ერევანმა უარყო ბაქოს ბრალდებები აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ
1 წუთი კითხვის

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო აზერბაიჯანული მხარის მორიგი ყალბი ბრალდება, თითქოს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანულ პოზიციებზე ცეცხლი გახსნეს.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
„აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადება იმის თაობაზე, თითქოს 13 მაისს, 20:45-დან 21:30 საათამდე, სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ცეცხლი გახსნეს საზღვრის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში განლაგებული აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით, არ შეესაბამება სინამდვილეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.