სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინდოეთში განხორციელებული ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახებს მიუსამძიმრა
2 წუთი კითხვის

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამძიმარი გამოუცხადა ინდოეთის ქალაქ ფაჰალგამში განხორციელებული ტერაქტის გამო.
„შეძრულები ვართ ფაჰალგამში მომხდარი საშინელი ტერაქტით. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ დაღუპულთა ოჯახების მიმართ და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ։ სომხეთი სოლიდარობას უცხადებს ძმურ ინდოეთს ტერორიზმის ნებისმიერ ფორმასთან ბრძოლაში“, - როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, აღნიშნულია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს X-ის მიკრობლოგში გავრცელებულ განცხადებაში.
Shocked to hear of the devastating terrorist attack in #Pahalgam. Our deepest condolences to the families of the victims & wishes of a speedy recovery to the injured. #Armenia stands with brotherly #India against any form of terrorism. @IndianDiplomacy
— MFA of Armenia🇦🇲 (@MFAofArmenia) April 22, 2025
ინდოეთის ჩრდილოეთ ჯამუ და ქაშმირის შტატში განხორციელებული ტერაქტის შედეგად სულ მცირე 28 ადამიანი დაიღუპა. როგორც რეგიონული მთავრობის ხელმძღვანელმა ომარ აბდულლამ განაცხადა, დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ზუსტი ოფიციალური მონაცემები ჯერჯერობით არ არსებობს. რეგიონში მიმდინარეობს ანტიტერორისტული ოპერაცია.
თავდასხმა ფაჰალგამში მოხდა, სადაც იმ დროისთვის დიდი რაოდენობით ტურისტები იმყოფებოდნენ. შეიარაღებულმა ჯგუფმა ცეცხლი გაუხსნა მათ. ტურისტების უმრავლესობა ინდოეთის მოქალაქეები იყვნენ. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ მკაცრად დაგმო ფაჰალგამში მომხდარი ტერაქტი, მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.