დავით ტრეზეგე სომხეთს ეწვევა
1 წუთი კითხვის

საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი, ამჟამად ფიფა-ს ელჩი დავიდ ტრეზეგე სომხეთს ეწვევა.
აღნიშნულია, რომ ტრეზეგე 29 მაისს ერევანში დაესწრება „იუვენტუსის“ სომხეთის აკადემიების პრეზენტაციას.
„გამარჯობა, სომხეთო, გამარჯობა, ერევანო. მე დავიდ ტრეზეგე ვარ და მსურს გაცნობოთ, რომ მაისის ბოლოს თქვენთან ერთად ვიქნები „იუვენტუსის“ საფეხბურთო აკადემიის პრეზენტაციის ღონისძიებაზე. მოუთმენლად ველოდებით შეხვედრას და მალე ვიქნებით თქვენთან“, – განაცხადა ტრეზეგემ თავის მიმართვაში, „არმენპრესის“ ინფორმაციით.